თბილისის #1 საჯარო სკოლა გთავაზობთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო აკრედიტირებულ ტრენინგ–პროგრამას
,,თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებისა და ტექნიკის გამოყენება სხვადასხვა საგანში ეფექტური სწავლა- სწავლებისთვის”
სამივე საფეხურის პედაგოგებისთვის
სამივე საფეხურის პედაგოგებისთვის
- პროგრამის მიზანები და ამოცანები
თანამედროვე სკოლაში სწავლა - სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
სასკოლო ცხოვრება გახდეს საინტერესო, მრავალფეროვანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი.
მასწავლებლების აღჭურვა სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული პროგრამები, ინტერნეტი და ელექტრონული ფოსტა) გამოყენების ეფექტური მეთოდებითა და ინსტრუმენტებით.
მასწავლებელთა მიერ სასწავლო- შემოქმედებითი გეგმების გადახედვა - განახლება ახალი სტრატეგიების დასახვის მიზნით.
ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა – ჩატარება.
მასწავლებელთა და მოსწავლეთა მზაობა სასწავლო-შემოქმედებით (შიდასასკოლო. შიდა რესპუბლიკური და საერთაშორისო) კონკურსებში მისაღებად.
შესასწავლი თემები:
საპრეზენტაციო პროგრამა
ელექტრონული ცხრილების შედგენა–გამოყენება
ინტერნეტ–ტექნოლოგიების შესწავლა
ელექტრონული ფოსტა
Web –2 სისტემა–ბლოგების
ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა
პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი
სასწავლო კურსის ფორმატი: სასწავლო კურსი წარიმართება წვრთნის (ტრენინგის) ტიპის მეცადინეობებით. გამოყენებული იქნება ინტერაქტიური მეთოდები, სტრატეგიები, რათა მონაწილეებმა თავად გამოსცადონ ამ მეთოდებისა და სტრატეგიების უპირატესობა ტრანსმისიურთან შედარებით. კერძოდ: აქტიური ლექცია, საკითხის/ პრობლემის ჯგუფური დამუშავება, ანალიზი და პრეზენტაცია, პრაქტიკული სავარჯიშოები კომპიუტერთან. გამოყენებულ იქნება ორგანიზების ყველა სახე: პრაქტიკული მუშაობა, ინდივიდუალური, წყვილში, ჯგუფში მუშაობა.
საპრეზენტაციო პროგრამა
ელექტრონული ცხრილების შედგენა–გამოყენება
ინტერნეტ–ტექნოლოგიების შესწავლა
ელექტრონული ფოსტა
Web –2 სისტემა–ბლოგების
ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა
პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი
სასწავლო კურსის ფორმატი: სასწავლო კურსი წარიმართება წვრთნის (ტრენინგის) ტიპის მეცადინეობებით. გამოყენებული იქნება ინტერაქტიური მეთოდები, სტრატეგიები, რათა მონაწილეებმა თავად გამოსცადონ ამ მეთოდებისა და სტრატეგიების უპირატესობა ტრანსმისიურთან შედარებით. კერძოდ: აქტიური ლექცია, საკითხის/ პრობლემის ჯგუფური დამუშავება, ანალიზი და პრეზენტაცია, პრაქტიკული სავარჯიშოები კომპიუტერთან. გამოყენებულ იქნება ორგანიზების ყველა სახე: პრაქტიკული მუშაობა, ინდივიდუალური, წყვილში, ჯგუფში მუშაობა.
მონაწილეებს შეძენილი ცოდნის საფუძველზე გამოუმუშავდებათ შემდეგი უნარ- ჩვევები
სხვადასხვა საგნის მასწავლებლები შეძლებენ საკუთარი მასალის პრეზენტაციას საგაკვეთილო თუ საპრეზენტაციო შემაჯამებელი ღონისძიებებისათვის
პედაგოგები შეძლებენ შეფასების ინდივიდუალური ელექტრონული ჟურნალების წარმოებას 4 კომპონენტიანი შეფასების გამოყენებისას, პროცენტული შედეგების განსაზღვრისათვის.
მასწავლებლები შეძლებენ ინტერნეტით სარგებლობას,სასწავლო– საგაკვეთილო მასალების მოძიებას და საკუთარი გაკვეთილის გამრავალფეროვნებას.
მასწავლებლებს შეეძლებათ ელექტრონულ ფოსტაში მუშაობა, მისი ფართო გამოყენება მოსწავლეებთან, მშობლებთან და საკუთარ კოლეგებთან ურთიერთობის მიზნით. როგორც საქართველოში ასევე– საზღვარგარეთ.
Web–2 სისტემის გამოყენება არა მარტო პედაგოგის საქმიანობისათვის, არამედ მოსწავლეების მიერ თავიანთი ნამუშევრების, დამოუკიდებლად შექმნილი პროდუქტების ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით საკუთარი ინტერნეტ –პორტფოლიოების შექმნა. ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა შესწავლილი მასალის გამოყენებით
პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და პროგრამის სამიზნე ჯგუფი
საჯარო და კერძო სკოლების სამივე საფეხურის სხვადასხვა საგნის პედაგოგები .
ჯგუფში ჩაირიცხებიან ის პედაგოგები, რომლებიც ფლობენ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს. (კლავიატურის, მაუსის გამოყენება. ოპერატიულ სისტემა Linux-ში ან Windows-ში მუშაობა, ტექსტურ რედაქტორში ტექსტის აკრეფა). ჯგუფში 15 პედაგოგი.
პროგრამის მოცულობა კრედიტებისა და საათების რაოდენობა
2 კრედიტი – 50 საათი.30 სთ -საკონტაქტო: 20 სთ– დამოუკიდებელი).პროგრამის ღირებულება–1 მსმენელი – - ლარი
პროგრამის ხანგრძლივობა10-დღიანი ტრენინგები;
დღეში 3 საათიანი დატვირთვით;
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები
სერთიფიკატი მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ესწრებოდა სატრენინგო მეცადინეობათა მინიმუმ 8 ტრენინგ–დღეს;
საშინაო დავალებების შეფასების სქემაში დააგროვებს მინიმუმ 70 ქულას.
ტრენინგზე შესრულებულ პრაქტიკულ დავალებებში დააგროვებს 60 ქულას.